Thursday, December 13, 2012

სწრაფი კვების ობიექტები


mkurnali.ambebi.ge
ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან ერთად ჩვენში სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს "დასავლურ ცხოვრების წესთან" დაკავშირებული კვებითი ჩვევები, მათ შორის - სწრაფი კვებაც. მართლაც, როდესაც გშია, სახლამდე კი შორია, ძნელია გვერდი აუარო ხაჭაპურით, ფუნთუშებითა და ღვეზლებით სავსე თაროებს...

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ექიმები კარგა ხანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სწრაფი კვების პროდუქტების რეგულარული მოხმარება ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს. რასაკვირველია, თანამედროვე ადამიანისთვის ძნელია, სულ მთლად აიკრძალოს "ქუჩის საკვების" გამოყენება, მაგრამ მისი ძირითად საკვებად ქცევა ნიშნავს თავი გავწიროთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებისთვის.
პირველ რიგში, ამ პროდუქტების ხშირი მოხმარება იწვევს წონის მატებას, ვინაიდან ამ ტიპის საკვებით ადამიანის ორგანიზმი ჭარბად იღებს რაფინირებულ ნახშირწყლებს (ცომეულისა და შაქრების სიჭარბის გამო) და ცხიმებს; ეს პროდუქტები ღარიბია მინერალებით, ვიტამინებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით; გარდა ამისა, ჩვენ მხოლოდ მცირე ხნით ვიკლავთ შიმშილს, რომელიც ნახევარ საათში ისევ შეგვახსენებს თავს. სწრაფი კვების პროდუქტებს, როგორც წესი, მივირთმევთ ფეხზე, ნაჩქარევად, ხანმოკლე შესვენების დროს. ამის გამო ლუკმების წესიერად დაღეჭვას ვერ ვახერხებთ და საკვები კუჭში დაუღეჭავად ხვდება, კუჭის გადატვირთვას კი მივყავართ ისეთ სერიოზულ დაავადებებამდე, როგორებიცაა პანკრეატიტი, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს ის მავნე ნივთიერებები, რომლებითაც მდიდარია ქუჩის საკვები. უმთავრესად ესენია ცხიმები - ზეთები და მარგარინი, რომელსაც ამ პროდუქტების მომზადებისას იყენებენ. სამწუხაროდ, სწრაფი კვების ობიექტებში ხშირად მხოლოდ 2-3 დღეში ერთხელ (ან უფრო იშვიათად) ცვლიან ზეთს, რომელშიც წვავენ სხვადასხვა პროდუქტს, მრავალჯერ გაცხელების შედეგად კი ზეთში წარმოიქმნება არა მარტო ტოქსიკური, არამედ კანცეროგენული თვისებების მქონე ნივთიერებები (აკრილამიდი, ჰეტეროციკლური ამინები, პეროქსიდები), რომლებიც საკმაოდ ბევრი დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს, ისეთებისა, როგორებიცაა ქოლესტერინის დონის მომატება, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ონკოლოგიური სნეულებები, ნერვული სისტემის პრობლემები, უშვილობა, შაქრიანი დიაბეტი. ქუჩის პროდუქტების კიდევ ერთი ნაკლია მარგარინი. ფენოვანი ხაჭაპურების, ლობიანების, ნამცხვრების მოსამზადებლად, როგორც წესი, იყენებენ მარგარინის იაფფასიან სახეობებს, რომლებშიც მაღალია მავნე ნივთიერებების - ე.წ. ტრანსცხიმების - შემცველობა. ტრანსცხიმები ხელს უშლის საკვების ნორმალურ მონელებას და ათვისებას, ხელს უწყობს არაერთი პათოლოგიის განვითარებას. 2003 წლიდან ევროკავშირში მოქმედი კანონით, საკვებ პროდუქტში ტრანსცხიმების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს არსებული ცხიმის 2%-ს. სამწუხაროდ, ჩვენში ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტებში საერთოდ არ კონტროლდება და თავისუფლად იყიდება ტრანსცხიმებით გაჯერებული (მათი წილი, სავარაუდოდ, 40%-მდე აღწევს) მარგარინი, რომელიც დაბალი ხარისხის გამო იაფია და ფართოდ იყენებენ საცხობები. თუ მაინც გიწევთ "ქუჩის საკვების" მოხმარება, გაითვალისწინეთ:
  • ნუ იყიდით ძალზე ცხიმიან პროდუქტებს. ზეთში შემწვარ ღვეზლებს ღუმელში გამომცხვარი ამჯობინეთ, ფენოვან ხაჭაპურს - იმერული, ვინაიდან მათში ცხიმის შემცველობა გაცილებით დაბალია;
  • ყურადღება მიაქციეთ კვების ობიექტის სანიტარიულ მდგომარეობას, დარწმუნდით, რომ საკვებს შესაბამის პირობებში ამზადებენ და ინახავენ;
  • ხშირად ცუდი ხარისხის შესანიღბავად "ქუჩის საკვები" შეკაზმულია სანელებლებით, მაიონეზით, კეტჩუპითა და სხვა საწებლებით. სიფრთხილით მოეკიდეთ ასეთ საკვებს;
  • ნებისმიერი საკვები კარგად დაღეჭეთ. ამით ოდნავ მაინც შეუმსუბუქებთ მდგომარეობას თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

McDonald's


McDonald's - სწრაფი კვების რესტორების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში. მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში.
კომპანია 1940 წელს დაარსეს ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა. პირველი რესტორანი გაიხსნა სან-ბერნარდინოში(კალიფორნია).
1954 წელს, რეი კროკმა ძმები მაკდონალდებისაგან შეიძინა ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება. 1955 წელს კროკმა გახსნა McDonald’s - ის პირველი რესტორანი ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში. დღეს ეს რესტორანი კორპორაციის მუზეუმია. 1955 წელს კროკმა დაარეგისტრირა კომპანია McDonald’s System, Inc, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა McDonald’s Corporation McDonald’s Corporation. 1961 წელს კროკმა შეიძინა კომპანიის მართვის ყველა უფლება.

2008 წლისათვის კორპორაციის ქსელში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 400 000 ადამიანი, ხოლო მოგებამ შეადგინა $23,5 მილიადრი.
2009 წელს კორპორაციის კაპიტალიზაცია შეადგენდა $64,2 მილიარდს. კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჟდომარე და მთავარი მმართველია ჯეიმს სკინერი, პრეზიდენტი - დონ ტომპსონი.
2009 წელს ივნისისათვის, McDonald’s სავაჭრო ნიშნის ქვეშ მსოფლიოს 118 ქვეყანაში მუშოაბდა 32 060 რესტორანი, რომელთაგან 14 000 აშშ-ში მდებარეობს. 25 578 რესტორანი იმართებოდა ფრანჩაიზინგის პრინციპით. შედეგად, რესტორნების ასორტიმენტი, ზომები და პორციის შემადგენლობა მკვეთრად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში. რესტორნების ასორტიმენტში შედის ჰამბურგერები (მ.შ. „ბიგ მაკი“), სენდვიჩი, კარტოფილი ფრი, დესერტები, სხვადასხვა სასმელი და ა.შ. ქვეყნების უმრავლესობაში, მაკდონალდსის რესტორნებში იყიდება ლუდიც. ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებით უზრუნველსაყოფად კორპორაციისათვის პრიორიტეტულია ადგილობრივი პროდუქტების გამოყენება. თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც იყიდება მაკდონალდსის ქსელში, წარმოებულია ადილობრივ ბაზარზე. ადგილობრივი პროდუქტების რაოდენობა რესტორნებში მერყეობს 70%-დან 85%-მდე.კორპორაციის ერთ-ერთი კარგად განვითარებადი პროექტია საყავეების ქსელი „McCafé“.
საქართველოში ფუნქციონირებს მაკდონალდსის 4 რესტორანი: 3 თბილისში, 1 ქუთაისში.
wikipedia.org

ჰამბურგერი





ამბობენ, რომ ერთმა გერმანელმა ვაჭარმა, რომელიც 1800 წელს აზიაში მოგზაურობდა,
მომთაბარე ტომებთან ნახა ხორცის დარბილებისა და შენახვის უცნაური მეთოდი – ისინი ხორცს უნაგირის ქვეშ დებდნენ, მოძრაობაში ხორცი რბილდებოდა და შესაწვავადაც უკეთესი ხდებოდა. შინ დაბრუნებულმა ვაჭარმა თავის მზარეულს გაუზიარა ხორცის ამგვარად მომზადების საიდუმლო და მართლაც, ასე შემწვარმა ხორცმა დიდი მოწონება დაიმსახურა, კერძს კი ,,ჰამბურგული ხორცი” უწოდეს.
ასე მომზადებული სტეიკის იდეა გერმანელმა ემიგრანტებმა ამერიკაში ჩაიტანეს და 1843 წელს ნიუ-იორკის ერთი-ერთი რესტორნის მენიუში უკვე გაჩნდა კერძი, სახელად ჰამბურგერი.chemisamzareulo.com

შაურმა


შაურმა (არაბ. شاورما ‎‎), ასევე ცნობილი როგორც შავერმაშვარმაშოარმა თურქული სიტყვიდან çevirme (იკითხ. „ჩევირმე“, ნიშნავს „მოტრიალეს“, დროთა განმავლობაში, არაბული ზეგავლინით „შავერმე“-დ გადაკეთდა) — ახლო აღმოსავლეთიდანწამოსული კერძი, რომელიც მზადდება ცეცხლზე ვერტიკალურად მოტრიალე შამფურზე აცმული სანალებლებით გაჯერებული ხორცის წვრილი ნაჭრებისგან (როგორც წესი ცხვრის ან ქათმის). ემსგავსება ბერძნულ გირო სანელებლებს.wikipedia.org

მწვადი და ხინკალი


მართალია მწვადი და ხინკალი სწრაფ კვებაში არ შედის მაგრამ,ქართული სამზარეულო ამ ორი კერძის  გარეშე შეუძლებელია.

Fast food – სწრაფი კვება



Fast food – სწრაფი კვება

სწრაფი კვების ობიექტები ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა: ფარდულებში იყიდებოდა ცომის ფირფიტები, რომლებსაც ზეითუნის ზეთი ესვა. ასეთივე ლავაშები იყიდებოდა ძველი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია კი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. 1921 წელს ამერიკაში, კანზასის შტატში, დაარსდა კომპანია White Castle, რომელიც გასაოცარი სიდიდის ჰამბურგერებს ყიდიდა. მათი ზომა ისე იზიდავდა მომხმარებლებს, რომ კომპანიის კვების ობიექტებთან მუდამ რიგი იდგა. დაახლოებით 20 წელი კომპანია კონკურენციის გარეშე მუშაობდა, 40-იან წლებში კი McDonald’s-ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. McDonald’s-ი დღემდე ფასთ-ფუდების უდიდესი ქსელის მფლობელია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ხანია, ნაჯერი ცხიმებისა და მაღალკალორიული კომპონენტების გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

ფასთ-ფუდი და ჯანმრთელობა
მასაჩუსეტის კვების სამედიცინო საზოგადოების თანახმად, ფასთ-ფუდი განსაკუთრებით მაღალკალორიულია, იწვევს გაცხიმოვნებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. საკვები შეიცავს კანცეროგენული თვისების მქონე ტრანსცხიმებს (მარგარინი, კომბიცხიმი) და ასევე კანცეროგენულ აკრილამიდს. გამაგრილებელ სასმელებში შაქრის მაღალი შემცველობაა, რაც საშიშია არა მხოლოდ კალორიულობის, არამედ დიაბეტის განვითარების მაღალი ალბათობის გამოც. ფასთ-ფუდებში რეგულარული კვება არღვევს კალციუმის შეწოვას. საზოგადოდ, სწრაფი კვების მავნეობა 3 ძირითად ფაქტორს უკავშირდება:
  • ცხიმების, მარილისა და შაქრის ჭარბ შემცველობას, საკვების მაღალ ენერგეტიკულ ღირებულებას;
  • უჯრედისით ღარიბ პროდუქტებს;
  • ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებ შემცველობას.
რაც შეეხება კანცეროგენულობას, აუცილებელია დავაზუსტოთ: კანცეროგენულია არა თვით საკვების კომპონენტები, არამედ მათი მომზადების ტექნოლოგია. წონის მატებას ამგვარი საკვები ნამდვილად იწვევს – მისი მომზადებისას გამოყენებული ტრანსცხიმები (ცხიმოვანი მჟავების არანატურალური იზომერები) ჩვეულებრივ ცხიმებზე გაცილებით ნელა და ძნელად იშლება. წინათ მიაჩნდათ, რომ ის მხოლოდ მავნე ქოლესტერინის დონეს ზრდიდა, ბოლოდროინდელი გამოკვლევები კი ადასტურებს, რომ ქოლესტერინთან ერთად იზრდება სისხლში ნახშირწყლების, კერძოდ, გლუკოზის დონეც, ყალიბდება ინსულინრეზინსტენტობა და იმატებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა. ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ დანიაში აბსოლუტურად აკრძალეს ყველა ის პროდუქტი, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს, აშშ-ში კი მწარმოებლებს მოსთხოვეს, პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობის შესახებ ეტიკეტებზე განეთავსებინათ ინფორმაცია, რის შემდეგაც ზოგიერთმა მწარმოებელმა საგრძნობლად შეამცირა მათი გამოყენება. ყოველივე ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი მაინც ყოველდღიურად მიირთმევს ჰამბურგერებს, ჩიზბურგერებს, ბიგმაკებს, კარტოფილ-ფრისა და სხვა საკვებს. ფასთ-ფუდის პოპულარობის მთავარი მიზეზი ცხოვრების აჩქარებული ტემპი და დროის უქონლობაა.

როგორ მოვიქცეთ
თუ დრო ყელში გიჭერთ და რაციონალური, დაბალანსებული კვების რეჟიმს მაინც ვერ იცავთ, ნუ დაანებებთ თავს ფასთ-ფუდში კვებას, უბრალოდ:
  • შეუკვეთეთ პატარა ულუფა. დიდ ულუფებსა და და ორმაგ ჰამბურგერებზე უარი თქვით, ბიგმაკი მეგობარს გაუყავით.
  • ტკბილი სასმელების ნაცვლად შეუკვეთეთ ნაკლებად ტკბილი ჩაი ან ყინულიანი წყალი, უცხიმო რძე, ახალი ხილის წვენი ან მინერალური წყალი.
  • ხშირად ნუ მიირთმევთ შემწვარს, რადგან ის უხვად შეიცავს ცხიმს. კარტოფილი-ფრის ნაცვლად ქათმის ხორცის სენდვიჩი შეუკვეთეთ, შემწვარის ნაცვლად ორთქლზე მომზადებული ან წყალში მოხარშული მიირთვით.
  • ითვალეთ კალორიები. აირჩიეთ ისეთი კაფეტერია, სადაც მენიუში საკვების ენერგეტიკული ღირებულებაც არის მითითებული და შეკვეთამდე გადაითვალეთ.
  • ხშირად ესტუმრეთ ისეთ კაფეს, სადაც ხორციან კერძებსა და სენდვიჩებთან ერთად ბოსტნეულის სალათების ფართო არჩევანია.geohelthystyle.com